ზრრრრ...ისმის
ზარის
ხმა.
მე,
როგორც
წესი,დიდ
ოთახში
ვზივარ
და
ტელევიზორს
ვუყურებ
ოჯახის
სხვა
წევრებთან
ერთად.
მაგრამ
ეს
ზარი
ამ
წესს
არღვევს.
მამაჩემი
ტელევიზორს
თიშავს
და
დედაჩემთან
ერთად
გადის
სხვა
ოთახში
ან
სამზარეულოში.
მე
შუქს
ვანთებ, რომ
ადვილად
წავიკითხო
და
დავწერო.
რაიმე
უშნოდ
მიგდებული
თუა,ისიც
აუცილებელია,
თავის
ადგილას
მოთავსდეს.
ეს
ყველაფერი
კი
იმისთვის
ხდება,
რომ
მაქსიმალურად
კომფორტული
გარემო
შემექმნას
ცოდნის
მისაღებად.
მივდივარ
კარის
გასაღებად.
გია
მოვიდა.
ჯერ
კარი
არ
გამიღია,
მაგრამ
ვიცი,
რომ
გია
მოვიდა,
რადგან
ექვსი
საათია.
და
ყოველ
სამშაბათს
და
შაბათს
6-ზე
და
12-ზე
ვიცი,
რომ
გია
მოდის.
გია
მათემატიკის
მასწავლებელია.
პირველად
როდის
მოვიდა
ჩემ
ოჯახში
ან
საიდან,
არ
მახსოვს.
აივანზე
მოსაწევად
ჩუმად
გაპარულ
სანდროს,
ანუ
მე,
ხშირად
შემიმჩნევია
დროზე
ადრე
მოსული
გია,
ისიც
ჩემსავით
სიგარეტს
ეწეოდა,
სანამ
ზუსტად
6 ან
12 არ
გახდებოდა.
ოღონდ,
ჩემგან
განსხვავებით,
მანქანაში
იჯდა
და
არავის
არ
უმალავდა
სიგარეტის
მოწევას.
მერე
ამოვიდოდა
და
დაიწყებოდა
მათემატიკის
გაკვეთილი.
ბევრი
გაკვეთილისგან
განსხვავებით,
ეს
გაკვეთილი
ტანჯვა
ნამდვილად
არ
იყო.
პირიქით,
ყოველთვის
ძალიან
საინტერესო
იყო.
მათემატიკის
გარდა
ჩვენ
ვსაუბრობდით
ბევრ
სხვა
თემაზე.
გია
გამოცდილი
კაცი
იყო,
თავისი
სფეროს
გარდა
მუშაობდა
ბევრგან,
ნაცნობ
თუ
უცნობ
ადგილას.
გია
არ
იყო
ცუდი
კაცი.
გია
ძალიან
კარგი
კაცი
იყო
და
ჩემგან
მინიმუმ
პატივისცემას
ნამდვილად
იმსახურებდა.
ის
ყოველთვის
მეხმარებოდა,
გამოცდების
წინ
და
ბევრ
მსგავს
გამოუვალ
მდგომარეობებში.
იმისდამიუხედავად,
რომ
ჩემი
სკოლის
მათემატიკის
მასწავლებელი
პეტრე
მისი
მეგობარი
იყო,
მე
რომ
სხვა
სკოლაში
მესწავლა,
სადაც
პლაგიატისთვის
სისხლის
ბოლო
წვეთამდე
ომი
ჯერ
არ
გამოუცხადებიათ,
ალბათ,
შუა
ტესტიდან
საპირფარეშოში
გასული,
გიას
დავურეკავდი
ვაიბერით
და
ისიც
ამომიხსნიდა
ამოცანას.ან,
შეიძლება,
მეშლება
და
გიაც
პლაგიატთან
მებრძოლთა
რიგებში
იდგა
და
სულაც
არ
ეთქვა
ამოცანის
პასუხი,
თუმცა
გია
ძალიან
ჭკვიანი
იყო
და
ამოცანის
პირობის
გაცნობისთანავე
იცოდა
პასუხი. ჩემ
მიერ
სკოლის
წარჩინებულად
დამთავრებაში
დიდი
წვლილი
გიას
მიუძღვოდა.
მაგრამ
არა
მხოლოდ
გიას,
ასევე
პეტრეს,
თამრიკოს,
ქეთის,შორენას,
მანანას,
ლექსოს,
ალეკოს,მაკას, ნათიას, დედაჩემს,
რომელიც
ჩემს
სკოლაში
ასწავლიდა,
დეიდაჩემს,
რომელიც
დედაჩემისნაირ
მოცემულობაში
იყო
და
კიდევ
ბევრ
უკარგეს
მასწავლებელს.
ამასობაში
გადის
ერთი
საათი.
დავამთავრე
ამოცანების
ამოხსნა.
გია
ამაყია,
რადგან
კარგი
მასწავლებელია.
მეც
ამაყი
ვარ,
როგორც
- კარგი
მოსწავლე.
მე
შევძელი
და
დავამარცხე
ურთულესი
ამოცანა,
რაც
მაძლევს
იმის
საშუალებას,
რომ
ჩავეკითხო
გიას
რაღაც
დეტალებზე.
გავარკვიე,
რომ
ბევრ
სამუშაოსთან
ერთად
იგი
მუშაობს
ტოტალიზატორში
კოეფიციენტების
შედგენაზე.
მე
არ
მიყვარს
ფულზე
თამაში,
მაგრამ
ასაკის
გამო
მაინც
მაინტერესებს
რაღაცეები.
ამიტომ
ვუსვამ
ბევრ
შეკითხვას
და
გიაც
მიხსნის
ჩემთვის
გასაგებ
ენაზე,
როგორ
იზღვევს
თავს
ტოტალიზატორი
ფულის
წაგებისგან.
ეს
ინფორმაცია
ჩემთვის
ძალიან
საინტერესოა.
აღფრთოვანებული
ვარ
და
შემიძლია,
ჩემს
მეგობრებს
ვუამბო
იმ
ფორმულების
შესახებ,
რომელიც
ჩემი
რვეულის
ბოლო
ფურცელზე
წერია
და
ახლაც
რომელიღაც
უჯრაში
დალუქულია,
თუმცა
არავინ
იცის,
რა
არის
ან,
შესაძლოა,
საერთოდაც
აღარ
არის,
დედაჩემს
ვერავინ
დაასწრებს
ხოლმე
ჩემი
უჯრების
დალაგებას..
და
უეცრად
ოთახში
შემოდის
დედაჩემი.
მას
ამ
მომენტში
არავინ
ელის,მაგრამ,
ფაქტია,
რომ
სამზარეულოდან
გამოდის
და
ეკითხება
გიას
ჩემს
შესახებ.
გია
მაქებს
და
მე
მიხარია.
შემდეგ
მამაჩემის
ხმაც
მესმის.იგი
ოთახში
შემოსვლისთანავე
იწყებს
თავის
გაკეთებულ
კონიაკზე
ლაპარაკს.
ოჯახის
წევრები
ვამაყობთ
ამ
კონიაკით,
რადგან
იგი
ყველას
მოსწონს.
მამაჩემს
საკუჭნაოდან
გამოაქვს
ორლიტრიანი
ბოთლი,
მუხისქერქისფერი
კონიაკით
სავსე,
და
ჩუქნის
გიას.
გიას
უხარია,
რადგან,
მათემატიკასთან
ერთად,
უყვარს
დალევაც.
ის
ფეხზე
დგება,
მე
ვაცილებ
და
ვემშვიდობები,
თან
ვფიქრობ
იმ
ბოლო
ინფორმაციაზე,რომელიც
მან
მომაწოდა
და
ვცდილობ,
კარგად
ჩავიბეჭდო
ტვინში.
ასე
გადის
ხოლმე
ძირითადად
"მათემატიკის
ერთი
საათი".
მახსენდება რამდენიმე თვის წინანდელი ამბავი: საღამოს დედაჩემი მოდის სახლში, ითქვამს სულს, სვამს ყავას, მეკითხება, თუ რას ვაპირებ დღეს (რადგან ჩემი დღე საღამოს იწყება ხოლმე) და შემდეგ ახსენდება პეტრეს ნათქვამი და ამბობს : უი, გია გარდაიცვალა. დედაჩემი გულდაწყვეტილია. გია არ იყო ახალგაზრდა, მაგრამ არც მოხუცი იყო. იქნებოდა ასე ორმოცდაათი წლის ან ოდნავ მეტის. მე სევდით ვივსები. ჩემ თავზე ძალიან გაბრაზებული ვარ. გია ერთი წელი არ მყავდა ნანახი და, როცა ესტონეთიდან საქართველოში დავბრუნდი, არათუ არ დამირეკავს, არამედ ერთხელაც არ გამხსენებია. შეიძლება, გამახსენდა კიდეც, მაგრამ არ მეცალა დასარეკად. ისე, რამდენი თავისუფალი დრო გვაქვს ხოლმე ადამიანებს და მაინც რამდენი რაღაცის გაკეთებას ვერ ვასწრებთ...არადა, მე ყურადღებიანი ვარ ხოლმე. თურმე არც ისე. ახალჩამოსული საკმაოდ "დაკავებული" ვიყავი. დღემდე ძალიან ვნანობ, რომ თუნდაც ჩემი ერთი ზარით სიხარული ვერ შევმატე გიას, ვნანობ, რომ ვერ მოვუყევი, როგორ წარმატებით დავამთავრე ის რთული მათემატიკა, რომელსაც უნივერსიტეტში მასწავლიდნენ და ვერ ვაგრძნობინე მას, რომ ამაში მისი დამსახურება ძალიან დიდი იყო. ვნანობ, მაგრამ გვიანია. ზოგადად სინანული ყოველთვის გვიანია. ადამიანი მაშინ ნანობს, როცა უკვე გვიანია. სინანულიც სწორედ ამას ნიშნავს. მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი, რვა წლის, როცა ბაბუაჩემმა დამირეკა და მითხრა, მოდი, მომინახულეო. მე მთაწმინდიდან ვერაზე გასვლა დამეზარა. იმ დღეს კი ბაბუაჩემი გარდაიცვალა. და მთელი ცხოვრებაა ვნანობ, რომ არ წავედი. მაგრამ როგორც ყოველთვის, გვიანია.
მეორე დღეს გიას პანაშვიდია. მე შემიძლია წავიდე, მაგრამ არ მივდივარ. რატომ არ მივდივარ, არ ვიცი, მაგრამ არც ის ვიცი, თუ რატომ უნდა წავიდე.
სინანულისგან დასაცლელად ჩემს მეგობარს ვუამბე გიას გარდაცვალების შესახებ. ის იცნობდა გიას, რადგან ჩვენს გაკვეთილს არაერთხელ დასწრებია ჩემი მალე განთავისუფლების მოლოდინით. მან კი უხერხულად მითხრა: „ხოო? ცუდია ძალიან“. და სალაპარაკო თემა შეცვალა. ვერ გავამტყუნებ მას. აბა რა უნდა ეთქვა?! ჩემი მეგობრებისთვის გია მხოლოდ მათემატიკის მასწავლებელი იყო, ჩემთვის - უფროსი მეგობარი. და დღესაც ალბათ ვერავის წარმოუდგენია, რომ მე გიას გარდაცვალებაზე გული დამწყდა. როგორც ადამიანს, მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა, მაგრამ ვინ გამიგებდა? ალბათ ვერავინ. ალბათ ყველასთვის უცნაური გასაგები იქნებოდა, ასე ძალიან რატომ უნდა გეწყინოს მათემატიკის მასწავლებლის გარდაცვალება. მაგრამ მე, ბევრისგან განსხვავებით, ძირითადად ყველა მასწავლებელი მიყვარს ან, მინიმუმ, პატივს ვცემ მაინც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ვახერხებ ამის გამომჟღავნებას.
ღამეა,
ასე
ორი
საათი.
მე
და
ჩუკი,
ჩემი
დეიდაშვილი,
მოსაწევად
ვართ
აივანზე
ასულები.
გია
ჩუკისაც
ამეცადინებდა
მათემატიკაში.
ქვეყანა:
ესტონეთი;
ქალაქი:
ტალინი;
მისამართი:
უნივერსიტეტის
საერთო
საცხოვრებელი.
რამდენიმე
დღეში
მათემატიკაში
ტესტი
მაქვს.
მე,
სიზარმაცით
შეპყრობილ
ადამიანს,
კი
სამი
დღე
მაქვს
ორი
თვის
მასალის
სასწავლად.
ვცადე
მასწავლებლის
მოძებნა,
რომელიც
სკაიპით
დამეხმარებოდა
სამ
დღეში
დამემარცხებინება
უნივერსიტეტის
კიდევ
ერთი
რთული
მათემატიკა,
მაგრამ
- ამაოდ.
და
მახსენდება
გია.
ჩუკის
ვეუბნები:
- ეჰ, ახლა რომ გია ცოცხალი ყოფილიყო, ხომ ამიხსნიდა სკაიპით ყველაფერს მათემატიკაში...
- მოიცა, რას ამბობ? - ჩუკი გაკვირვებულია და მე ვხვდები, რომ მან არ იცის გიას შესახებ.
- გარდაიცვალა...
- მართლა?! როდის?!
- რამდენიმე თვის წინ...
- რატომ არ მითხარი? - და დაღვრემილ სახეს იღებს. ვხვდები, ჩუკისაც ეწყინა, ჩემსავით ეწყინა ან, მაქსიმუმ,ოდნავ ნაკლებად.
- არ ვიცი... - ვპასუხობ გულწრფელად.
- არადა, თბილისში რომ ვიყავი, დამირეკა, მომიკითხა, რას შვები, როგორ მიდის სწავლა უნივერსიტეტშიო...
- მაგარი კაცი იყო...
- კი, თან ძალიან...
- ეჰ, ახლა რომ გია ცოცხალი ყოფილიყო, ხომ ამიხსნიდა სკაიპით ყველაფერს მათემატიკაში...
- მოიცა, რას ამბობ? - ჩუკი გაკვირვებულია და მე ვხვდები, რომ მან არ იცის გიას შესახებ.
- გარდაიცვალა...
- მართლა?! როდის?!
- რამდენიმე თვის წინ...
- რატომ არ მითხარი? - და დაღვრემილ სახეს იღებს. ვხვდები, ჩუკისაც ეწყინა, ჩემსავით ეწყინა ან, მაქსიმუმ,ოდნავ ნაკლებად.
- არ ვიცი... - ვპასუხობ გულწრფელად.
- არადა, თბილისში რომ ვიყავი, დამირეკა, მომიკითხა, რას შვები, როგორ მიდის სწავლა უნივერსიტეტშიო...
- მაგარი კაცი იყო...
- კი, თან ძალიან...
ერთი
ვარსკვლავი,ძალიან
კაშკაშა,
წითლად
ანათებს.
არ
ვაზვიადებ
და
მხატვრული
სილამაზისთვის
არ
ვამბობ.
მართლა
უცნაურად
წითელია.
ზოგადად
ვარსკვლავები
ყვითლად
ანათებენ.
არც
იმის
მჯერა,
რომ
ეს
ნიშანია
ან
დამთხვევა
და
არც
იმისი,
რომ
ეს
ვარსკვლავი
გიაა.
უბრალოდ
უცნაურია.
მივემართებით ოთახისკენ და თან გვახლავს იმ წითელი ვარსკვლავივით უცნაური სიჩუმე.
მივემართებით ოთახისკენ და თან გვახლავს იმ წითელი ვარსკვლავივით უცნაური სიჩუმე.
ეძღვნება გიას ხსოვნას...